ესპანეთის ჩემპიონატის რიგით მე-10 ტურში ჰანსი ფლიკის ბარსელონა სევილიას უმასპინძლებს და პირველი ადგილის გამყარებას შეეცდება.
მადრიდის რეალმა გუშინდელი შეხვედრა სელტასთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 მოიგო და ბარსას ქულებით გაუთანაბრდა, ახლა კი გერმანელი სპეციალისტის გუნდი კვლავ წინ გაჭრისთვის ითამაშებს.
დიდი მოლოდინებით ხვდებიან ბარსას ქომაგები სევილიასთან შეხვედრას, რადგან კატალონიელებს ერთბაშად დანი ოლმო, ფრენკი დე იონგი, პაბლო გავი, ფერმინ ლოპესი და ლამინ იამალი დაუბრუნდებათ.
ამ მომენტისთვის ბლაუგრანა პირველ ადგილს 24 ქულით იკავებს, სევილიელები კი მე-12 ადგილზე ამდენივე ქულით არიან.