რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის დღის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ნაპოლიმ რომას 1:0 მოუგო.
შეხვედრა მწვავე ეპიზოდით დაიწყო კვარაცხელიას გუნდმა. გოლთან ახლოს ქართველი ფეხბურთელი იყო, თუმცა კვარამ კარგი დისტანციიდან თავით ზუსტი დარტყმის შესრულება ვერ მოახერხა.
ნაპოლი შეხვედრის მეორე ტაიმში დაწინაურდა, გოლის ავტორი კი ლუკაკუ გახდა. საგოლე ეპიზოდში მონაწილეობა კვარამაც მიიღო, რომელმაც პრეასისტი მიითვალა.
ნაპოლი ახლა სერია A-ს კვლავ ლიდერობს. ანტონიო კონტეს გუნდს 29 ქულა აქვს და ატალანტას ქულით უსწრებს.