იტალიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სეზონის ბოლოს "იუვენტუსი", რომელსაც შეტევაში პრობლემები გამოუჩნდა, მზადაა საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" შემტევი გიორგი მიქაუტაძე გაიფორმოს.
კრისტიანო ჯუნტოლის ყურადღების ქვეშ სხვა მოთამაშეებთან ერთად ახალგაზრდა ჩვენებურიცაა.
თავის მხრივ, "ლიონსაც" სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, გუნდი ფეხბურთელების გაყიდვაზე იფიქრებს, არის რისკი, რომ ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდი მიქაუტაძის დამატებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გეგმავს.