მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
53 წლის სპეციალისტსა და ინგლისურ გუნდს შორის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, თუმცა, სიტის მესვეურებს კონტრაქტის მინიმუმ 1 წლით გახანგრძლივება სურთ.
თავის მხრივ, გარიგებას უკვე დათანხმდა გვარდიოლა და მისი აგენტებიც, ასე რომ, ყველაფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება.