საქართველომ ერთა ლიგაზე უკრაინასთან 1:1 ითამაშა, გიორგი მამარდაშვილმა კი ნაკრები ბოლო წუთებზე წაგებისგან ორმაგი მოგერიებით იხსნა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი კვარაცხელიამ სწორედ ამაზე გააკეთა და გიორგი მამარდაშვილს გმირიც კი უწოდა, რასაც კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.