როგორც ჩანს, ჩეხეთის ნაკრებში ხვიჩა კვარაცხელიას შესაჩერებლად განსაკუთრებით ემზადებიან, რასაც ამავე ნაკრების კაპიტანი, ტომაშ ჰოლეში და მის მიერ გაკეთებული კომენტარი ადასტურებს.
ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, რაც კარგად ვიცით. ამის გამო მას დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ მისი თამაშის კადრები დავჭერით და ღრმად შევისწავლეთ.
- თქვა ჰოლეშმა, რომელიც ტომას სოუჩეკის არყოფნისას ჩეხეთს თავად უკაპიტნებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ხვალ, ქალაქ ოლომოუცში დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება და მისი მოგების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდება, რის შემდეგაც პლეიოფის საგზურს მოიპოვებს.