პორტუგალიის ნაკრეიბს და არაბული ალ ნასრის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ მედიასთან კარიერის შესაძლო დასრულებაზე ისაუბრა.
"მალე 40 წლის გავხდები... მსურს მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ფეხბურთისგან და სანამ მოტვიირებული ვიქნები, ვითამაშებ. იმ დღეს, როცა მოტივაციას ვეღარ ვიგრძნობ, პენსიაზე გავალ", - განაცხადა რონალდომ.
შეგახსენებთ, 39 წლის კრიშტიანომ მიმდინარე სეზონში საკლუბო მაისურით 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 10 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.