ინგლისურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა, მიზეზად კი არარსებული ტრავმა მოიმიზეზეს.
აღნიშნულ ფაქტს ბაიერნის შემტევი ჰარი კეინიც ეხმაურება და ხაზი გაუსვა, რომ ნაკრები კლუბზე ბევრად მნიშვნელოვანია.
"ინგლისის ნაკრები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კლუბის საქმეები. სამწუხაროა, რომ ამდენი ფეხბურთელი არ მოდის სათამაშოდ - მესმის, რომ ახლა სეზონის ურთულესი პერიოდია, მაგრამ ეს არ მომწონს. ეროვნული გუნდი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კლუბი!", - განაცხადა კეინმა.
ცნობისთვის, 31 წლის კეინმა მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში თავი 17 გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.