ბოლო პერიოდში ფრენკი დე იონგს ბევრი აკრიტიკებს და როგორც იწერება, ნიდერლანდელის კონტრაქტის განახლების საკითხი ჩიხშია შესული.
ჩვენ სიჩუმეში ვაგრძელებთ მუშაობას. დე იონგი ტოპ კლასის ფეხბურთელია, ჩვენ კი მასთან კონტრაქტზე კვლავ ვმუშაობთ, ოღონდ ჩვენი ლიმიტების გათვალისწინებით.
- თქვა დეკუმ.
ბარსელონას სპორტული დირექტორის ამ კომენტარს ბევრი კითხვის ნიშანი მოჰყვა. ზოგიერთი გამოცემის აზრით, დეკუმ ფანებს მიანიშნა, რომ ნიდერლანდელი ბარსას მალე დატოვებს.