გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლეროი სანეს ბაიერნის ბოსებთან არც თუ ისე დალაგებული ურთიერთობა აქვს, რის გამოც, შესაძლოა, რომ ფეხბურთელმა კლუბი გამოიცვალოს.
როგორც უკვე დაწერეს, პრემიერ ლიგაში გერმანელ შემტევს ორი ვარიანტი გამოუჩნდა. ერთია ახალი ფორმაციის მანჩესტერ იუნაიტედი, მეორე კი მიკელ არტეტას არსენალი.
გერმანიის ნაკრებისა და ბაიერნის გარემარბს ინგლისის ჩემპიონატში ნათამაშები აქამდეც აქვს. სანე წლების მანძილზე სიტიში გამოდიოდა და ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფეხბურთელიც იყო.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 28 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ინგლისურ კლუბებს მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებათ.