საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ლატვიასთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ევრო 2026-ის თანამასპინძელ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩებს 6 და 7 ნოემბერს გამართავს. მატჩისწინა ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 5 ნოემბერს, თამაშების მასპინძელ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა.
მოახლოებული მატჩების შესახებ შესახებ ჩვენი გუნდის კაპიტანმა, ირაკლი თოდუამ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე დასკვნითი ამხანაგური მატჩების მნიშვნელობას.