გთავაზობთ 16 წლის ქართველი ფორვარდის, დავით წიქარიშვილის მაკრატელას, რომელიც მან ირლანდიის 18-წლამდე ჩემპიონატში გაიტანა, - იხილეთ ვიდეო
დავითი ირლანდიურ გალვეი ბოჰემიანსში თამაშობს. მან 2023/2024 წლების სეზონში ამავე კლუბის მაისურით 23 გოლი გაიტანა და 16-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა!
როგორც ქართულ მედიაში დაიწერა, დავით წიქარიშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია. ის 6-დან 15 წლამდე თბილისში თამაშობდა, შემდეგ კი კარიერა ირლანდიაში გააგრძელა.
დავით წიქარიშვილს საქართველოს მოქალაქეობა უკვე აქვს, თუმცა 2 წელში ირლანდიის მოქალაქეობის აღებაც შეუძლია, გადაწყვეტილება კი თავად უნდა მიიღოს.