"რაც არ უნდა მექნა, ჩავის სულ მე-60 წუთზე გავყავდი" - რაფინია » სპორტის ხაზი

"რაც არ უნდა მექნა, ჩავის სულ მე-60 წუთზე გავყავდი" - რაფინია

"რაც არ უნდა მექნა, ჩავის სულ მე-60 წუთზე გავყავდი" - რაფინია
3-11-2024, 14:22
Aa Aa
გაზიარება:

ბარსელონა კატალონიური დერბისთვის ემზადება. დღეს, ჩვენი დროით 19:15-ზე ჰანსი ფლიკის გუნდი ესპანიოლს უმასპინძლებს.

ლა ლიგაში გასამართ მატჩამდე მედიაში რაფინიას კომენტარი გავრცელდა, რომელიც ბრაზილიელმა ყოფილი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის შესახებ გააკეთა.

როდესაც ჩავისთან ერთად ვთამაშობდი, წინასწარ ვიცოდი, რომ მოედნის დატოვება მე-60 წუთზე მომიწევდა.

მე ამ 60 წუთის განმავლობაში ყველაფერს ვცდილობდი, მაგრამ არაფერი ჭრიდა. ხანდახან ამ დროის განმავლობაში კარგადაც ვირჯებოდი, თუმცა მას მაინც მე-60 წუთზე გავყავდი.

- თქვა რაფინიამ ჩავიზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი