"მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა ზოგიერთები გავაჩუმო" - მიქაუტაძემ კრიტიკოსებს უპასუხა » სპორტის ხაზი

"მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა ზოგიერთები გავაჩუმო" - მიქაუტაძემ კრიტიკოსებს უპასუხა

"მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა ზოგიერთები გავაჩუმო" - მიქაუტაძემ კრიტიკოსებს უპასუხა
30-10-2024, 16:56
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის უგოლო სერია დასრულდა - ქართველმა შემტევმა ლიონის მაისურით ოსერთან დუბლი გაიფორმა და სადებიუტო გოლიც იზეიმა.

აქამდე ხშირად იწერებოდა, რომ უგოლო სერიის გამო გამოწვეული წნეხის გამო, მიქაუტაძე გუნდში თავს ბედნიერად არ გრძნობდა, რაზეც კომენტარი თავად 23 წლის შემტევმაც გააკეთა.

"არავითარი ზეწოლა არ არსებობს ჩემზე, ძალიან მშვიდად ვარ - ბევრი ჭორი ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ამას დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევ. რკინის გონება მაქვს და ვიცი, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელო, რათა ზოგიერთები გავაჩუმო", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ცნობისთვის, ახლა ლიგა 1-ში მიქაუტაძეს ლიონის მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი