მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში სპარტა პრაღას უმასპინძლა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.
აღნიშნული გამარჯვებით, პეპ გვარდიოლას გუნდმა ისტორიაში ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიის ახალი რეკორდი დაამყარა - ახლა მათ 26 მატჩიანი დაუმარცეხებელი სერია აქვთ.
ადრე რეკორდი მანჩესტერ იუნაიტედს ეკუთვნოდა, მაშინ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით, წითელმა ეშმაკებმა 25 მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხვეს.
ცნობისთვის, მხედველობაში მიიღება თამაშების 90 წუთის განმავლობაში წაგების გარეშე, რაც თავისთავად ეხება ფლეი-ოფებსაც.