ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას და ნაპოლის ახალი კონტრაქტი იტალიაში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანია.
მხარეები მოლაპარაკებებს აგრძელებენ, თუმცა შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორს არიან - პარალელურად კი ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ ემპოლის და ნაპოლის მატჩს მანჩესტერ იუნაიტედის წარმომადგენლები ხვიჩას და ალესანდრო ბონჯორნოს გამო ესწრებოდნენ.
ქართველ შემტევს ინგლისელებისთვის კარგი შთაბეჭდილება უნდა დაეტოვინება, რადგან ნაპოლიმ 3 ქულა მისი ერთადერთი გოლის წყალობით მოიპოვა.
ცნობისთვის, ხვიჩას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, არაოფიციალური ინფორმაციით კი მისი გამოსასყიდი თანხა 80-100 მილიონი ევროა.