ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთში ბრუნდება? - იტალიელი არაფერს გამორიცხავს » სპორტის ხაზი

ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთში ბრუნდება? - იტალიელი არაფერს გამორიცხავს

ფრანჩესკო ტოტი ფეხბურთში ბრუნდება? - იტალიელი არაფერს გამორიცხავს
გუშინ, 03:16
Aa Aa
გაზიარება:

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ, რომელმაც საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა, ფეხბურთში 48 წლის ასაკში დაბრუნება არ გამორიცხა.

"წინასწარ ვერაფერს იტყვი. წარსულში იყო მაგალითები, როცა ფეხბურთელები რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდნენ.

სერია ა-ში სათამაშოდ მე კარგად ვარჯიში მომიწევს. ჩემპიონატის რამდენიმე კლუბი ბოლო პერიოდში უკვე დამიკავშირდა კიდეც.

ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა და თავში იდეა გამიჩინა. საკუთარ თავს შევეკითხე: " ახლა რატომ მოუნდათ ჩემთან მოსვლა?"

ვფიქრობ, უკვე ორ თვეში ვიქნები მზად თამაშისთვის."


- ამბობს ტოტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი