ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის შტურმა შინ გრაცერს უმასპინძლა და მეტოქე 5:2 გაანადგურა.
ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში დუბლი გაიფორმა და Sofascore.com-ის ვერსიით, ავსტრიის ჩემპიონატის მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ოთარმა სარეიტინგო ქულა (8.2) დაიმსახურა.
შეგახსენებთ, შტუმრი 22 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უშუალო კონკურენტს, რაპიდს 1 ქულით ასწრებს.