პრემიერ ლიგაში ტურის ცენტრალური მატჩი ლივერპულსა და ჩელსის შორის შედგა, რომელიც ენფილდის ბინადრებმა 2:1 მოიგეს.
მატჩის პირველი გოლი სლოტის გუნდმა 29-ე წუთზე მოჰამედ სალაჰის დარტყმის შემდეგ გაიტანა (პენალტით), გამათანაბრებელი კი ჩელსიმ მეორე ტაიმის სტარტზე, კერძოდ 48-ე წუთზე ჯექსონის კარგი ფინიშინგის შემდეგ შეაგდო.
თამაშის უკანასკნელი სიტყვა კურტის ჯონსმა თქვა, რომელმაც მოჰამედ სალაჰის მშვენიერი ასისტი გოლად 51-ე წუთზე აქცია და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ მომენტისთვის ლივერპული გათამაშების ცხრილის პირველ ადგილს 21 ქულით იკავებს.