"გიორგიზე მეკითხებოდა, ეს ბიჭი ვინ არისო" - უოტფორდის ფანის და ჩაკვეს ისტორია » სპორტის ხაზი

"გიორგიზე მეკითხებოდა, ეს ბიჭი ვინ არისო" - უოტფორდის ფანის და ჩაკვეს ისტორია

"გიორგიზე მეკითხებოდა, ეს ბიჭი ვინ არისო" - უოტფორდის ფანის და ჩაკვეს ისტორია
დღეს, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ინგლისის ჩემპიონშიპში დღეს, ჩვენი დროით 15:30-ზე ლუტონს უმასპინძლებს, იქამდე კი ინგლისურ მედიაში უოტფორდის ერთ-ერთი გულშემატკივრის მცირედი ისტორია ვრცელდება, რომელიც სწორედ ჩაკვეს შეეხება.

ახალი მეზობელი მყავს, სემი, კარგი ბიჭია. ერთ საღამოს კარზე მომიკაკუნა და ნამცხვრები გადმოიტანა, თან მთხოვა, იქნებ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთო. გაგვიმართლა, რომ იმ დღეს უოტფორდი თამაშობდა. სამწუხაროდ, ბილეთების ყიდვა ვერ მოვახერხე, მაგრამ სახლიდან მაინც ვუყურეთ თამაშს, სემი კი მთელი მატჩის განმავლობაში მეკითხებოდა თუ ვინ იყო გიორგი ჩაკვეტაძე. როგორც ჩანს, ქართველის ტალანტმა ჩემი მეზობელიც მონუსხული დატოვა.

- ამბობს უოტფორდის გულშემატკივარი.

ინგლისში ჩაკვეტაძის პოპულარულობა სულ უფრო და უფრო იზრდება. ქართველს უოტფორდის ფანები სიმღერებსაც კი უწერენ, რასაც ჩაკვეს შესანიშნავი თამაში განაპირობებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი