როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, დინამო ბათუმმა და გიორგი ჭიაბრიშვილმა მთავარი მწვრთნელის პოსტის სტატუსზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა ახლახანს ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა კონტრაქტის დეტალები ამ დრომდე უცნობი რჩება.
ცნობისთვის, ჭიაბრიშვილს სხვადასხვა დროს ზესტაფონის, საბურთალოს, ლოკომოტივის და დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტებზე უმუშავია.