მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიონელ მესის არგენტინამ ბოლოვიას უმასპინძლა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.
სრული ფურორი მოახდინა "ლა პულგამ", რომელმაც ბოლივიელებისთვის 3 გოლის გატანა შეძლო. გარდა ამისა, მესიმ 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა და 10.0 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.
37 წლის ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკაში საკვალიფიკაციო ეტაპის ბომბარდირთა დავის ლიდერია. მესის ანგარიშზე 6 გოლი და 2 ასისტი გახლავთ.
არგენტინელები შესარჩევის პირველ ადგილს 22 ქულით იკავებენ.