საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან შეხვედრამდე საგურამოში ივარჯიშა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან შეხვედრამდე საგურამოში ივარჯიშა

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან შეხვედრამდე საგურამოში ივარჯიშა
13-10-2024, 23:04
Aa Aa
გაზიარება:

14 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე შეხვედრას ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა საგურამოში გამართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ჩატარდა ტრადიციული პრესკონფერენცია, სადაც კითხვებს ეროვნული ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, ლაშა დვალმა უპასუხეს.

საქართველო - ალბანეთის შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას გიორგი ქოჩორაშვილი გამოტოვებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი