რამდენიმე წუთის წინ სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა ჩვენთვის სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურა!
ხვიჩა კვარაცხელია შიდა ჩემპიონატის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ეს ჯილდო კი კვარასთვის კარიერაში უკვე მეოთხეა, რომლითაც ქართველი პაულო დიბალას გაუთანაბრდა.
ქართველმა ფეხბურთელმა სექტემბრის თვეში ნაპოლისთან ერთად სამი შეხვედრა გამართა, რა დროშიც ხვიჩამ 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.