საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.
8 ოქტომბერს, პოზნანში გამართულ მეორე გუნდურ ვარჯიშზე 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა, სადაც არ ჩანდა ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი - პრესსამსახურის ცნობით, ისინი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ გასულ ტურში, კომოსთან მატჩში (3:1) ფეხზე მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც არსებობდა ალბათობა, რომ ქართველი შემტევი უკრაინასთან მატჩისთვის ნაკრების დახმარებას ვერ შეძლებდა.
საბედნიეროდ, დღევანდელ ვარჯიშზე ეს ეჭვები გაქარწყლდა - გველესიანიც და კვარაცხელიაც გუნდურ ვარჯიშზე გამოჩდნენ და მოახლოებული მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.
უკრაინასთან მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გამართავს.