ლუჩიანო სპალეტიმ ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადი დაასახელა. საინტერესოა, რომ დაფიქსირდა ფაქტი, როცა გვარის უკვე სამი თაობა თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში, ჩეზარე მალდინი, პაოლო მალდინი, ახლა კი დანიელ მალდინი, რომელიც ნაკრების დებიუტანტია.
დანიელი არის მალდინების ოჯახის მე-3 თაობა, რომელიც ეროვნულ გუნდში იქნა მიწვეული.
მალდინი მამასავით "მილანის" აღზრდილია, ახლა კი "მონცას" ღირსებას იცავს.
ახალგაზრდა ნახევარმცველს "სკუადრა აძურას" 18, 19 და 20-წლამდელთა გუნდებშიც უთამაშია.