ნაპოლის ლეგენდამ მარეკ ჰამშიკთან იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს ხვიჩა კვარაცხელია და ლორენცო ინინიე შეადარა.
"კვარა თუ ინსინიე? ძალიან რთულია მათ შორის არჩევანის გაკეთება. თუმცა მცირე უპირატესობას ლორენცოს მივანიჭებდი, თანაც ხვიჩასთან ერთად თამაშის გამოცდილება არ მქონია. ქართველი აბსოლუტური ჩემპიონია, თუმცა ინინე გუნდს დაცვაშიც ეხმარებოდა", - განაცხადა ჰამშიკმა.
ცნობისთვის, ინინიეს ნაპოლის მაისურით ჯამში 434 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავის გამოჩენა 122 გოლითა და 95 საგოლე გადაცემით მოახერხა.