მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაულ გონსალესმა შესაძლოა გერმანული კლუბი ჩაიბაროს - ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი გამოცემა Bild ავრცელებს.
მათივე ცნობით, ესპანელ სპეციალისტს გუნდში შალკე ეპატიჟება, რომელშიც 2010-12 წლებში თამაშობდა.
თავის მხრივ, შალკე გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში ასპარეზობს და 6 ტურის შემდეგ, გასავარდნ ზონაში იმყოფება.