როგორც უცხოურ მედიაში იწერება, ბარსელონაში რობერტ ლევანდოვსკის სამომავლო ჩამნაცვლებელზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვთ.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოცდილი პოლონელის გზის გამგრძელებლად ერლინგ ჰოლანდი, ვიქტორ გიოკერესი და ბენჟამინ შეშკო მიიჩნევიან.
ჰოლანდი თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავია და გასაკვირი არაა, რომ მას საკუთარ მაისურში ბარსელონაც ხედავს, დანარჩენი ორი კი საკმაოდ თამამი განაცხადი იქნება.
ვიქტორ გიოკერესს ახლა ევროპაში ყველაზე ბევრი გააქვს. შვედი თავდამსხმელი მატჩს ბურთის გატანის გარეშე თითქმის არ ტოვებს, რამაც ბარსას ყურადღებაც მიიქცია, შეშკო კი მესამე ვარიანტად მოიაზრება (იმ შემთხვევაში თუ პირველი ორი არ იმუშავებს).