ამდენი სად მოასწრო? - ხვიჩას იუვენტუსთან ბრწყინვალე მაჩვენებლები აქვს » სპორტის ხაზი

ამდენი სად მოასწრო? - ხვიჩას იუვენტუსთან ბრწყინვალე მაჩვენებლები აქვს

ამდენი სად მოასწრო? - ხვიჩას იუვენტუსთან ბრწყინვალე მაჩვენებლები აქვს
გუშინ, 18:17
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ჩვენი დროით 20:00 საათზე ტურინის იუვენტუსი ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის უმასპინძლებს, რომელიც ბოლო თამაშებში ბრწყინვალედ გამოიყურება და ეჭვი არაა, რომ ანტონიო კონტეს გუნდი ტურინშიც გამარჯვებისთვის ითამაშებს.

გარდა ნაპოლის კარგი სათამაშო ფორმისა, შეიძლება ითქვას, რომ იტალიაში იუვენტუსი ქართველი ფეხბურთელის ერთ-ერთი საყვარელი მეტოქეა, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ადასტურებს.

კვარა "ბებერ ქალბატონს" ჯამურად 4-ჯერ შეხვდა, რა დროშიც საქართველოს ნაკრების ლიდერმა 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვათა შორის, იუვენტუსის მწვრთნელმა, ტიაგო მოტამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ კვარაცხელია საკმაოდ სახიფათო ფეხბურთელია და იტალიელმა ისიც მიანიშნა, რომ მისი გუნდი გამარჯვებისთვის არაფერზე არ დაიწყებს თაკილს.

ნაპოლის ხვიჩა კვარაცხელიას სახით გამორჩეული მოთამაშე ჰყავს - ვაპირებთ თუ არა მის წინააღმდეგ უხეშად თამაშს? სახიფათო ჯარიმები არასასიამოვნოა, მაგრამ ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხვალ გამარჯვება ვიზეიმოთ.

- თქვა მოტამ.

შეგახსენებთ, რომ საწყის 4 ტურში ნაპოლი 9 ქულით მე-2 ადგილზეა, ხვიჩა კვარაცხელია კი ბომბარდირთა დავის მე-5 ადგილზე ორი გოლით და ამდენივე საგოლე გადაცემითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი