გეგუჩაძე ქართულ ფეხბურთზე: "პრობლემა მწვრთნელში კი არა, აქ მოძებნეთ" » სპორტის ხაზი

გეგუჩაძე ქართულ ფეხბურთზე: "პრობლემა მწვრთნელში კი არა, აქ მოძებნეთ"

გეგუჩაძე ქართულ ფეხბურთზე: "პრობლემა მწვრთნელში კი არა, აქ მოძებნეთ"
გუშინ, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

ქართულ მედიაში ადგილობრივი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის კომენტარი ვრცელდება, რომელშიც იგი აქაური ფეხბურთის პრობლემებს განიხილავს.

გეგუჩაძის აზრით, პრობლემა საფუძვლიანია და არა ზედაპირული. როგორც ის ამბობს, ცუდი ლეგიონერების ჩამოყვანითა და წაგების მწვრთნელისთვის გადაბრალებით საერთო შედეგი არ მიიღება.

კარგი იქნებოდა, რომ სანაკრებო წარმატება გადამდები იყოს, თუმცა საკლუბო დონეზე კვლავ დიდი პრობლემები გვაქვს. თუ პასუხისმგებლობაზე ვისაუბრებთ, ამ დროს მწვრთნელზე იციან ხოლმე ჯოხის გადატეხვა, მაგრამ სინამდვილეში პრობლემა მენეჯმენტსა და მართვაშია.

აქ ბევრი ისეთი ლეგიონერი და სპეციალისტი ჩამოგვყავს, რომლებიც ადგილობრივებს კლასითა და ხარისხით ვერ აღემატებიან. გარდა ამისა, არც ბავშვთა ფეხბურთი ვითარდება, სერიოზული აკადემიების ასამუშავებლად კი დიდი ძვრებია საჭირო.

- თქვა გია გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა კლუბმა ევროტურნირზე ბოლოს 20 წლის წინ ითამაშა. საუბარია თბილისის დინამოზე, რომელიც ჯერ კიდევ უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე სწორედ გეგუჩაძის თავკაცობით გავიდა, მას შემდეგ კი ევროტურნირის ჯგუფური ეტაპი ქართულ ფეხბურთს თვალითაც აღარ უნახავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი