ლუკა ლოჩოშვილმა "პალერმოსთან" შეხვედრის მიწურულს მსაჯთან ცხარედ იკამათა და წითელი ბარათი მიიღო, რაც შემდგომში კრემონელებმა გაასაჩივრეს.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გუნდმა ეროვნულ სპორტულ სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანა, მაგრამ ლოჩოს დისკვალიფიკაცია არ მოუხსნეს.
ლოჩოშვილი გასული ორი მატჩის გამოტოვების გარდა, კიდევ ორს, 20 სექტემბერს "კატანძაროსა" და 30 სექტემბერს "ბრეშას" წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს.