საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა სერია B-ში ერთთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
იტალიის სპორტულმა არბიტრაჟმა გამოიტანა გადაწყვეტილება იტალიის სერია ბ-ს გასულ ტურში ლუკა ლოჩოშვილის ინციდენტთან დაკავშირებით და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართველი ფეხბურთელი 4 მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი გასულ ტურში "პალერმოსთან" შეხვედრის დასასრულს, მსაჯთან კამათისდა გამო მატჩიდან გაძევებულ იქნა.