"მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა.." - მამარდაშვილი გასულ პერიოდს იხსენებს » სპორტის ხაზი

"მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა.." - მამარდაშვილი გასულ პერიოდს იხსენებს

"მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა.." - მამარდაშვილი გასულ პერიოდს იხსენებს
10-09-2024, 02:04
Aa Aa
გაზიარება:

10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის ეგიდით, მომდევნო შეხვედრას ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის თავკაც ვილი სანიოლისთან ერთად იმყოფებოდა და ისაუბრა ნაკრების კარის დარაჯმა, გიორგი მამარდაშვილმაც.

"რთულ თამაშს ველოდებით. სანაკრებო დონეზე გასვლაზე თამაში მარტივი არასდროს არის. ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია. ალბანეთის ნაკრებს კარგი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ჩვენი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება თამაშს და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

ჩემი პირველი სანაკრებო მშრალი მატჩი სწორედ ამ სტადიონზე ჩავატარე. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა ევროპული კარიერა, ახლა კი, მეტი გამოცდილება მაქვს და ვეცდები ხვალინდელ შეხვედრაშიც კარგად ვითამაშო.

მიუხედავად ანგარიშისა, ჩეხეთთან რთული თამაში გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ასეთი სხვაობა. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია. მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს. ვუყურებდი და სიამოვნებას ვიღებდი ჩეხეთთან შეხვედრაში მათი თამაშისგან.

მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერის გარეშე, შესაძლოა, ვერც გავსულიყავით ევროპის ჩემპიონატზე. ცუდ და კარგ პერიოდშიც გვეხმარებიან და ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის. ერთი გუნდი ვართ და მათი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის."
- თქვა გიორგიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი