მხოლოდ იამალს ჩამორჩება - კვარაცხელია ევროპის მოწინავეთა შორისაა » სპორტის ხაზი

მხოლოდ იამალს ჩამორჩება - კვარაცხელია ევროპის მოწინავეთა შორისაა

მხოლოდ იამალს ჩამორჩება - კვარაცხელია ევროპის მოწინავეთა შორისაა
4-09-2024, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის უპირობო ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 2024/2025 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო.

გარდა იმისა, რომ კვარას სერია A-ში უკვე გოლი და საგოლე გადაცემა აქვს, ქართველი ევროპაში დრიბლინგის წარმატებით შესრულებაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ დრომდე 21 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც ევროპის წამყვან ლიგებში მეორე საუკეთესო შედეგია, პირველ პოზიციას კი ლამინ იამალი იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვარსკვლავი ახლა სამშობლოში იმყოფება და ჩეხეთთან გასამართი მატჩის წინ სანაკრებო მზადებას გადის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი