საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, სულ მალე მოაწერს ხელს ნეაპოლურ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას.
როგორც ცნობილია, მხარეები თანამშრომლობას 2028 წლის ჩათვლით გააგრძელებენ, ხოლო რაც შეეხება ანაზღაურებას, რომელიც ამჟამად დაახლოებით 1,5 მილიონია, 4,5 მილიონამდე გაიზრდება.
მოგეხსენებათ, რომ კლუბში უდიდესი კონტრიბუციის მიუხედავად, დღეს ნეაპოლურ კლუბში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გასამრჯელო სწორედ კვარას აქვს.