როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგი მიქაუტაძემ მონაკოსთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახალ გუნდს უახლოეს დღეებში ოფიციალურადაც შეუერთდება.
ქართველი შემტევი მომავალ კლუბთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ხოლო მის სანაცვლოდ ტრანსფერში 20 მილიონი ევრო იქნება გადახდილი.
ადგილობრივი მედია უკვე 23 წლის ფეხბურთელის ხელფასზეც ალაპარაკდა, - footmercato-ს ინფორმაციით, ბოლო კონტრაქტით გიორგი ყოფილ კლუბში თვეში 87 000 ევროს იღებდა, მოსალოდნელია, რომ ეს თანხა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ვარაუდობენ, რომ გიორგის ყოველთვიური ანაზღაურება მონაკოში 150 000 ევრო იქნება (გადასახადების ჩათვლით).