ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წარმატებულად თამაშის შემდეგ, ქართველ გულშემატკივარს იმედი აქვს, რომ საქართველო მუნდიალზეც იასპარეზებს.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2 წელში, 2026 წელს გაიმართება, საიდანაც საქართველოს მოხვედრა როგორც კლასიკური შესარჩევით, ისე ერთა ლიგიდან შეეძლება.
სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ საქართველო ვილი სანიოლთან ერთად ყველაზე დიდ ტურნირზე თამაშს შეძლებს, ამას კი ჩვენივე საფეხბურთო პროგრესი განაპირობებს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არა 32, არამედ 48 გუნდი იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსები გაზრდილი იქნება.