Tuttosport-ის ცნობით, "ტორინო" მზადაა საბა საზონოვთან დაკავშირებით წინადადებები განიხილოს.
საზონოვს გასულ სეზონში მწვრთნელის, ივან იურიჩის ხელმძღვანელობისას თამაში იშვიათად უწევდა, გუნდის ახალმა თავკაცმა, პაოლო ვანოლიმ ის "მილანთან" მატჩის დასასრულს შეიყვანა შეცვლაზე და იმედები ვერ გაუმართლა.
"ტორინო" მზადაა საზონოვი 3 მილიონად გაყიდოს ან იჯარის წესით გაუშვას.
ეროვნული ნაკრების მცველს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.