საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური ტორინოს ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი ამავე კლუბის დამრიგებელმა, ივან იურიჩმა შეაქო:
"საბა საზონოვი არის ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული, გიჟური მენტალიტეტი აქვს. მას გააჩნია ძლიერი სურვილი და მოტივაცია, რომ განვითარება არ შეწყვიტოს, რაც ძალიან კარგია."
"მესმის, რთულია უთამაშებლობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საბა თავის სიტყვას სერია A-ში აუცილებლად იტყვის და ტორინოსაც წარმატების მიღწევაში დაეხმარება", - თქვა იურიჩმა
ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელმა 2023/2024 წლების სერია A-ს სეზონში უკვე 5 მატჩი გამართა.