"ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯოვანი იმპროტამ, კონტეზე, ლაურენტისზე და "ნაპოლიზე" ისაუბრა.
"კონტეს პრობლემებს უქმნის: მწვრთნელი ცდილობს, ტაქტიკურ დონეზე გამოსავალი მოძებნოს, მაგრამ ეს იდეები არ მუშაობს. პოლიტანო და კვარაცხელია საუკეთესო თვისებებს ფლანგებზე აჩვენებენ, ამ სათამაშო სქემაში კი მათ გამო მოედნის ცენტრი გადატვირთულია.
"ბოლონიას" წინააღმდეგ გუნდმა 4-2-3-1 სქემით უნდა ითამაშოს, პოლიტანომ და კვარაცხელიამ ფლანგები ჩაიბარონ, ნერეში კი ცენტრფორვარდის უკან უნდა განლაგდეს." - თქვა იტალიელმა.