ყველა ტრანსფერზე - ლიონში დიდი ფინანსური კრიზისი დაიწყო » სპორტის ხაზი

ყველა ტრანსფერზე - ლიონში დიდი ფინანსური კრიზისი დაიწყო

ყველა ტრანსფერზე - ლიონში დიდი ფინანსური კრიზისი დაიწყო
23-08-2024, 12:01
Aa Aa
გაზიარება:

L'equipe-ს ინფორმაციით, ლიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სატრანსფერო ბაზარზე ძირითადი გუნდის აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი დააყენოს, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც.

საქმე ისაა, რომ ლიონს ათეულობით მილიონის გამოთავისუფლება სჭირდება, რაც სატრანსფერო პოლიტიკის აქტიურად წარმართვითაა შესაძლებელი.

ლიონისგან ფეხბურთელების გაყიდვას და ფულის შოვნას ფრანგული ფეხბურთის მაკონტროლებელი ორგანო აქამდეც ელოდა, თუმცა ლიონელებმა ეს საქმე გადადეს, ახლა კი დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩდნენ.

ამდენად, არის შანსი, რომ მიქაუტაძე მორიგ ხაფანგში გაეხვეს და აიაქსის ტრანსფერის შემდეგ კიდევ ერთი იმედგაცრუება მიიღოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი