ანტონიო კონტე და "ნაპოლი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებენ
როგორც ცნობილი ხდება, ნეაპოლიტანურმა კლუბმა ბრაიტონთან ბილი გილმორის ტრანსფერთან დაკავშირებით სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი 23 წლის შოტლანდიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, 17-18 მილიონ ევროს მიიღებს, დამატებით ბონუსები.