საფეხბურთო ექსპერტმა ლუჩანო მოჯიმ "ნაპოლის" წარუმატებელ თამაშზე ისაუბრა:
"ეს მარცხი კონტეს ბრალი არ არის. ბრალი გარემოს მიუძღვის, რომელიც სრულად გადასახალისებელია. ფეხბურთელები თვითდაჯერებულები არ არიან, როგორც სპალეტის დროს .
მე ძირეული საკადრო ცვლილებების ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, თუმცა მოთამაშეები მოტივაციას საჭიროებენ.
მდგომარეობის გამოსასწორებლად მათთვის დროის მიცემაა აუცილებელი, რათა გონს მოვიდნენ და ბოლოს და ბოლოს კონტე ძლიერ გუნდს დააყენებს. ამისათვის ბევრი მუშაობა მართებს. მოვა თუ არა ლუკაკუ? იგი კონტეს საყვარელი ფეხბურთელია, მთების გადადგმა შეიძლება ვერ მოახერხოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, გასულ სეზონში ათი გოლი მაინც გაიტანა." - ამბობს მოჯი.