ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, იტალიელმა ლუჩიანო მოჯიმ “ნაპოლის” ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა, მათ კონკრეტულ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება.
“ ხვიჩა კვარაცხელიას დრიბლინგი მხოლოდ ჰორიზონტალური მიმართულებით შეუძლია. დიახ, იგი ნიჭიერია, შეუძლია, რომ ორი მცველი ჩამოიშოროს, თუმცა მესამე ყოველთვის შეაჩერებს.
რაც ვიქტორ ოსიმენს, იგი გუნდს ვერტიკალურობას სძენს, ხვიჩას სივრცეები სწორედ ნიგერიელის დახმარებით უთავისუფლდება. ვფიქრობ, რომ თუ აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ლიდერების სანაცვლოდ სარფიან წინადადებებს მიიღებს, ისინი აუცილებლად უნდა გაყიდოს" - ამბობს ლუჩიანო.
მოჯიმ ისიც აღნიშნა, რომ წელს იტალიის სერია A-ს დამსახურებული ჩემპიონი ეყოლება:
“ნაპოლიმ სკუდეტო დაიმსახურა, შესანიშნავი სეზონი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი ლიდერებმა დატოვეს, მაინც მოხერხდა, რომ პარტენოპეიმ გაერთიანება შეძლო.”