იტალიური მედია: "ხვიჩას გასვლამ ნაპოლის სიკვდილი გამოიწვია" » სპორტის ხაზი

იტალიური მედია: "ხვიჩას გასვლამ ნაპოლის სიკვდილი გამოიწვია"

იტალიური მედია: "ხვიჩას გასვლამ ნაპოლის სიკვდილი გამოიწვია"
18-08-2024, 23:36
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ახალი სეზონის პირველი შეხვედრა დიდი ანგარიშით წააგო. ანტონიო კონტეს გუნდი ვერონასთან 3:0 განადგურდა, კვარამ კი მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა.

მოედნიდან ნაადრევად გასვლის შემდეგ კვარაზე Calcionapoli-მ დაწერა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხვიჩას გასვლა ნაპოლის სიკვდილს იწვევს.

თამაშის დასაწყისში არაერთი დრიბლინგი გვიჩვენა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები კი მის შეჩერებას მხოლოდ უხეშობით და ფეხებში ჩარტყმით ცდილობდნენ. კვარაცხელიას პირველი ტაიმის მიწურულს გოლის გატანაც კი შეეძლო, თუმცა მიღებული ტრავმის გამო თამაშის დატოვება მოუხდა.

ხვიჩას შეუძლია, რომ შეტევა გააცოცხლოს, თუმცა საკმაოდ მარტოსულად გამოიყურება. როდესაც კვარაცხელია გადის, ნაპოლი კვდება.

- წერს გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი