ესპანური ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიამ" შინ, მესტალიაზე, "ბარსელონას" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
მამარდაშვილს შეხვედრაში 4 კარგი მოგერიება ჰქონდა. მათ შორის 2 საჯარიმოდან და საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტმა Sofascore, ქართველ მეკარეს 10 ქულიდან 7,1 შეფასება მიანიჭა.
"ღამურები" მომდევნო შეხვედრას 23 აგვისტოს, ვიგოს "სელტას" წინააღმდეგ გამართავენ.