ქართველმა ფეხბურთელმა თემურ ჩოგაძემ, რომელიც ჯაბა ჯიღაურთან ერთად უზბეკური ნასაფის ღირსებას იცავდა კლუბი დატოვა.
Geo team-ის ინფორმაციით, 10 დღის წინ, ნასაფს მოსკოვში, სპარტაკის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ჰქონდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელები გუნდს რუსეთში არ გაყვნენ.
მოსკოვის სპარტაკთან მატჩამდე, თემურ ჩოგაძე გუნდში ირიცხებოდა, თუმცა ის ახლა გუნდის წევრი აღარ არის - მიზეზი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ აღნიშნული გადაწყვეტილება ზემოთხსენებულ ფაქტს უკავშირდება.