სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა, რომელშიც დინამო ბათუმი მონტენეგროს დეჩიჩს მასპინძლობდა.
სამწუხაროდ, ქართული ფეხბურთისთვის დამახასიათებელი საკლუბო სენი კვლავ გაგრძელდა და საკვალიფიკაციოში მორიგი მარცხი მივიღეთ.
მონტენეგროულმა გუნდმა ბათუმს 0:2 მოუგო. გოლები ქართულმა კლუბმა 62-ე და 66-ე წუთებზე მიიღო და აუტსაიდერ მეტოქესთან გულსატკენად წააგო.
განმეორებითი შეხვედრა ბათუმსა და დეჩიჩს შორის 1 კვირაში გაიმართება და მეტოქის 3 ბურთით დამარცხება დაგვჭირდება, რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი.