სავარაუდო მეტოქები - დინამო ბათუმს ჩემპიონთა ლიგაზე რთული მატჩები ელის » სპორტის ხაზი

სავარაუდო მეტოქები - დინამო ბათუმს ჩემპიონთა ლიგაზე რთული მატჩები ელის

სავარაუდო მეტოქები - დინამო ბათუმს ჩემპიონთა ლიგაზე რთული მატჩები ელის
21-05-2024, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ახლახან გაირკვა, რომ საქართველოს ჩემპიონი დინამო ბათუმი ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების I საკვალიფიკაციო ეტაპზე განუთესავი იქნება, რაც იმის ალბათობას ზრდის, რომ ქართულ კლუბს უფრო ძლიერი მეტოქე დაუპირისპირდება.

განთესვა უეფას საკლუბო კოეფიციენტებზეა დამოკიდებული, რაც დინამოს 5.500 აქვს. 13 განუთესავის ვინაობა ცნობილია, მათ შორის ქართულ კლუბს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს.

ერენცვაროში (უნგრეთი)
ყარაბაღი (აზერბაიჯანი)
სლოვანი (სლოვაკეთი)
ლუდოგორეცი (ბულგარეთი)
ჰიკ (ფინეთი)
ფლორა (ესტონეთი)
FCSB სტიაუა (რუმინეთი)
კლაკსვიკარი (ფარერები)
შემროკ როვერსი (ირლანდია)
ლინკოლნი (გიბრალტარი)
ნიუ სეინტსი (უელსი)
RFS რიგასი (ლატვია)
პეტროკუბი (მოლდოვა)

ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელიც დინამო ბათუმს შესაძლოა შეხვდნენ. როგორც ხედავთ, ამ სიაში არიან გუნდები, რომლებთანაც შეხვედრა ძალზე არასასურველია, თუმცა არის კლუბები, რომლებთანაც დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 18 ივნისს გაიმართება. მატჩები კი 9,10 და 16,17 ივლისს ჩატარდება. პირველ წრეში გავარდნილი 15 გუნდი უეფას კონფერენსლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი